ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/01/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 13/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.125.016195
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3
22/01/2016
ვებგვერდი, 27/01/2016
010250020.35.125.016195
ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/01/2016 - 31/05/2016)

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №3

2016 წლის 22 იანვარი

ქ. ტყიბული

 

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი  და განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №2 დადგენილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ (www. Matsne.gov.ge 20.01.2015 წ.  010250020. 35. 125. 016148).
მუხლი 3
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას  (ისიდორე ლომთაძე).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 5
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობის შესაბამისად.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილებონდო კუბლაშვილი



დანართი
ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

მუხლი 1
ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ქ. ტყიბულის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

                                             CN = IMG X  ITL  X C X K

1. CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

2. IMG არის ქ. ტყიბულის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.43-ს;

3. ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც შეადგენს:

ა) ცენტრალური ზონისათვის  -1,3-ს;

ბ) შუალედური ზონისათვის - 1-ს;

გ) პერიფერიული ზონისათვის -0,7-ს;

 4. C არის არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს.

 5. K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ტყიბულს მუნიციპალიტეტში განისაზღვროს 50-ით.

მუხლი 2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის:
პირველი მუხლის მიხედვით ქ. ტყიბულში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

1. ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ცენტრალურ ზონაში განისაზღვროს 1,3-ით და შესაბამისად ცენტრალურ ზონაში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 6.708 ლარით.

2. ლოკალური ტერიტორიული ინდექსი შუალედურ ზონაში განისაზღვროს ერთით და შესაბამის შუალედურ ზონაში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 5,16 ლარით.

3. ლოკალური ტერიტორიული ინდექსი პერიფერიულ ზონაში განისაზღვროს 0,7-ით და შესაბამისად პერიფერიულ ზონაში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 3,612 ლარით.


მუხლი 3
1. სოფლებში - გელათსა და მოწამეთაში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის  ნორმატიული ფასის 300%-ის და შესაბამისად 15,48 ლარის ოდენობით.

2. სოფლებში - ორპირსა და კურსებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის  ნორმატიული ფასის 200%-ის და შესაბამისად 10,32 ლარის ოდენობით.

3. სოფლებში - საწირესა და ხრესილში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის  ნორმატიული ფასის 70%-ის და შესაბამისად 3,612 ლარის ოდენობით.

4. სოფლებში, რომლებიც არ არის მითითებული ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის  ნორმატიული ფასის 30%-ის და შესაბამისად 1,548 ლარის  ოდენობით.

მუხლი 4
ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის  ნორმატიული ფასის 25%-ის და შესაბამისად 1,29 ლარის ოდენობით.
მუხლი 5
ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი  ,,საქართველოს  საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27  მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის  ნორმატიული ფასის 50%-ის და შესაბამისად 2,58 ლარის ოდენობით.