„ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მაისის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მაისის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 27/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 360130000.22.023.016370
4
27/01/2016
ვებგვერდი, 28/01/2016
360130000.22.023.016370
„ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მაისის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №4

2016 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

 

„ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მაისის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1
„ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მაისის №28 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 15/05/2013, 360130000.22.023.016153) დამტკიცებულ „ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ეკოლოგიური ექსპერტიზის შედეგები აისახება კომისიის დასკვნაში, რომელსაც ამზადებს ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისია და ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.“.

2.  მე-9 მუხლის  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საექსპერტო კომისია  შედგება არანაკლებ 3 დამოუკიდებელი ექსპერტის ან/და ექსპერტისაგან.“.

3. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საექსპერტო კომისიის შემადგენლობას (მათ შორის, საექსპერტო კომისიის თავმჯდომარეს) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.“.

4. ამოღებულ იქნეს მე-10  მუხლის მე-2 პუნქტი.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი