დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020666 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №17
2016 წლის 8 იანვარი
ქ. თბილისი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დაფუძნებულმა არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა - ეროვნულმა სკრინინგ-ცენტრმა „დაავადებათა სკრინინგის“ და „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის მომსახურებაზე, მომსახურების მიწოდების უწყვეტობის პრინციპების დაცვით, სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 2016 საბიუჯეტო წლის განმავლობაში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები