დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკში საქართველოს მხარის მმართველისა და ალტერნატიული მმართველის დანიშვნის და საკომუნიკაციო უწყების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020662 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №13
2016 წლის 8 იანვარი
ქ. თბილისი
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკში საქართველოს მხარის მმართველისა და ალტერნატიული მმართველის დანიშვნის და საკომუნიკაციო უწყების განსაზღვრის შესახებ
1. 2015 წლის 29 ივნისის „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციობანკის სადამფუძნებლო შეთანხმების“ 22-ე მუხლის შესაბამისად:
ა) დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკში საქართველოს მხარის მმართველად;
ბ) დაინიშნოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკში საქართველოს მხარის ალტერნატიულ მმართველად.
2. 2015 წლის 29 ივნისის „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმების“ 33.1 მუხლის შესაბამისად, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან საკომუნიკაციო უწყებად განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები