დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2009 წლის 29 აგვისტოს ხელმოწერილი დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა)“ ცვლილებების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძისა და ლ. ხუციშვილის დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020686 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №10
2016 წლის 8 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2009 წლის 29 აგვისტოს ხელმოწერილი დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა)“ ცვლილებების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძისა და ლ. ხუციშვილის დანიშვნის შესახებ
1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 პუნქტისა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2009 წლის 29 აგვისტოს ხელმოწერილი დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა)“ ცვლილებები.
2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ცვლილებებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ლაშა ხუციშვილი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები