დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქარელის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020685 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 9
2016 წლის 8 იანვარი
ქ. თბილისი
ქარელის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1 . „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში - დებულება) 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, სოფლის შიდა და ბაღებში მისასვლელი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, ქარელის მუნიციპალიტეტი გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 52 214 (ორმოცდათორმეტი ათას ორას თოთხმეტი) მ3 საშენი მასალა (ქვიშა-ხრეში) შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
ა) ქარელის მუნიციპალიტეტი, სოფ. აბისის მიმდებარე ტერიტორია 5200 მ3 ქვიშა-ხრეში:
| № | X | Y |
| 1 | 398142 | 4661118 |
| 2 | 398229 | 4661050 |
| 3 | 398169 | 4661033 |
| 4 | 398140 | 4661031 |
| 5 | 398115 | 4661060 |
| S = 0,52 ჰა | ||
| WGS 1984; | ||
ბ) ქარელის მუნიციპალიტეტი, სოფ. ახალსოფლის მიმდებარე ტერიტორია 16391 მ3 ქვიშა-ხრეში:
| № | X | Y |
| 1 | 399049 | 4652365 |
| 2 | 399233 | 4652445 |
| 3 | 399253 | 4652405 |
| 4 | 399165 | 4652316 |
| 5 | 399072 | 4652279 |
| S = 1,62 ჰა | ||
| WGS 1984; | ||
გ) ქარელის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბერძენაულის მიმდებარე ტერიტორია 20073 მ3 ქვიშა-ხრეში:
| № | X | Y |
| 1 | 398726 | 4659731 |
| 2 | 398731 | 4659572 |
| 3 | 398847 | 4659583 |
| 4 | 398802 | 4659713 |
| S = 1,38 ჰა | ||
| WGS 1984; | ||
დ) ქარელის მუნიციპალიტეტი, სოფ. რუისის მიმდებარე ტერიტორია 10550 მ3 ქვიშა-ხრეში:
| № | X | Y |
| 1 | 413450 | 4651643 |
| 2 | 413587 | 4651642 |
| 3 | 413586 | 4651565 |
| 4 | 413448 | 4651566 |
| S = 1,06 ჰა | ||
| WGS 1984. | ||
2. ლიცენზიისგან გათავისუფლებული პირი − ქარელის მუნიციპალიტეტი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;
გ) დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი ოდენობის თანხების გადახდა:
გ.ა) სოფ. აბისის მიმდებარე ტერიტორიაზე 5200 კბ.მ ქვიშა-ხრეშისთვის 904 ლარი;
გ.ბ) სოფ. ახალსოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე 16391 კბ.მ ქვიშა-ხრეშისთვის 2851ლარი;
გ.გ) სოფ. ბერძენაულის მიმდებარე ტერიტორიაზე 20073 კბ.მ ქვიშა-ხრეშისთვის 3491 ლარი;
გ.დ) სოფ. რუისის მიმდებარე ტერიტორიაზე 10550 კბ.მ ქვიშა-ხრეშისთვის 1835 ლარი;
დ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოები აწარმოოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, „ BP − საქართველოსა“ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად.
3. ქარელის მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).
4. ქარელის მუნიციპალიტეტმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები