დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020676 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №4
2016 წლის 8 იანვარი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 113-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის პირველი პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 დეკემბრის №5/74012 გადაწყვეტილება ქალაქ ბათუმში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა №10-ში მდებარე 1149 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის – საერთო ფართით 829,30 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №05.26.03.049), ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები