დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ა(ა)იპ − კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის − კავკასიური სახლისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020674 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 3
2016 წლის 8 იანვარი
ქ. თბილისი
ა(ა)იპ − კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის − კავკასიური სახლისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ა(ა)იპ − კულტურულ ურთიერთობათა ცენტრს − კავკასიურ სახლს (ს/კ: №203834912) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის ვადით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ამ განკარგულების დანართ №1-ში მითითებული უძრავი ქონება.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:
ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საგამომცემლო, სამეცნიერო, კულტურული, საგანმანათლებლო საქმიანობისათვის გამოყენება, მათ შორის, მხატვართა, შემოქმედთა, ფოტოჟურნალისტთა და ა.შ. ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვის, სემინარების, კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების მოწყობის მიზნით;
ბ) საჭიროებიდან გამომდინარე, ამ განკარგულების დანართ №2-ში მითითებული საერთო სარგებლობის ფართით უსასყიდლოდ ასარგებლოს მესაკუთრე;
გ) საჭიროებიდან გამომდინარე, ამ განკარგულების დანართ №2-ში მითითებული საერთო სარგებლობის ფართით სასყიდლით ან უსასყიდლოდ ასარგებლოს მესაკუთრის მიერ განსაზღვრული პირ(ებ)ი, მესაკუთრის მიერ განსაზღვრული პირობებით.
3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი


უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები