დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლომსა+“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 ივლისის №05/07/04 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „ლომსა+“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020669 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1
2016 წლის 8 იანვარი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლომსა+“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 ივლისის №05/07/04 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „ლომსა+“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ №1037-1ს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლომსა+“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 ივლისის №05/07/04 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებისგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობები:
ა) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლომსა+“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 ივლისის №05/07/04 განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ და ფიზიკური პირის გურამ ნიგურიანის (პ/ნ: №30001000625) საკუთრებაში არსებულ, მესტიის მუნიციპალიტეტში, დაბა მესტიაში, კახიანის ქუჩა №2-ში მდებარე 450 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა (ს/კ: №42.06.02.383) და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე (244 კვ.მ) არანაკლებ 40-ნომრიანი სასტუმროს აშენება და ექსპლუატაციაში მიღება ეტაპების შესაბამისად:
ა.ა) 2016 წლის პირველ აგვისტომდე - სასტუმროს შენობა-ნაგებობ(ებ)ის გადახურვა;
ა.ბ) 2016 წლის ბოლომდე - გარე მოსაპირკეთებელი (სარემონტო) სამუშაოების დასრულება, სასტუმროს შენობ(ებ)ის საინჟინრო კომუნიკაცი(ებ)ის (გათბობა, ვენტილაცია, კონდენცირება, წყალმომარაგება, კანალიზაცია, ელექტრომომარაგება და სხვა) ნაწილის მონტაჟი;
ა.გ) 2017 წლის ბოლომდე - სასტუმროსთან მისასვლელი, ცენტრალურ ქუჩასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მოწყობა, სასტუმროს შენობ(ებ)ის საინჟინრო კომუნიკაცი(ებ)ის (გათბობა, ვენტილაცია, კონდენცირება, წყალმომარაგება, კანალიზაცია, ელექტრომომარაგება და სხვ.) მონტაჟის დასრულება;
ა.დ) 2018 წლის პირველ ნოემბრამდე - სასტუმროს ტერიტორიის კეთილმოწყობა, სასტუმროს ექსპლუატაციაში მიღება, შიდა სარემონტო სამუშაოების დასრულება და აღჭურვა;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი - სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „ლომსა +“-ს შორის 2011 წლის 12 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან 2018 წლის პირველ ნოემბრამდე არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.
2. ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, შპს „ლომსა+“-მა, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), წარადგინოს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლომსა+“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 ივლისის №05/07/04 განკარგულების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი საბანკო გარანტიის ნაცვლად, არანაკლებ 2019 წლის პირველ მარტამდე მოქმედი, არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი ახალი საბანკო გარანტია.
3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შპს „ლომსა+“ გათავისუფლდეს მასზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „ლომსა +“-ს შორის 2011 წლის 12 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, ამ განკარგულების გამოცემამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სასტუმროს 2018 წლის პირველ ნოემბრამდე აშენების, ექსპლუატაციაში მიღების და ამ მიზნით, არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულების შესრულების პირობით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები