დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კასპის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.149.016274 |
|
„კასპის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ემუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„კასპის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ნოემბრის №35 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/11/2015; სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.149.016267) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებითანდართული რედაქციით:
გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 3. კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 7778,0 ათასი ლარის ოდენობით:
დ) დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის გადასახადები 2595,3 ათასი ლარის ოდენობით:
ე) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3791,9 ათასი ლარის ოდენობით:
ვ) დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1390,8 ათასი ლარის ოდენობით:
ზ) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7616.3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
თ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2518.3 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2618.3 ათასილარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 100,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ი) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსურიაქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
კ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება; ქალაქის დაზიანებული გზების ორმოული შეკეთება, ქუჩების მოვლა ზამთრის სეზონზე. პროგრამის ფარგლებში სამუშაოები შესრულდება: მდინარე თეძამზე, სოფელ თეძმისხევის და ახალსოფლის დამაკავშირებელი სამანქანე და საფეხმავლო ხიდი, ქალაქ კასში აღმაშენებლის ქუჩაზე „წყალსაქათან“ მდებარე ხიდის, დადიანის ქუჩის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის სამუშაოები: კასპში, კოსტავასქუჩაზე ყოფილი რუკის ტერიტორიიდან იგოეთი-კასპი-ახალქალაქის შიდასახელმწიფოებრივი გზის გადაკვეთამდე საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის; კასპში მრავალსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელი კვარტალური ეზოების მოწყობა-რეაბილიტაციის; ქალაქ კასპში შარიფაშვილის, ყაზბეგის, წერეთელის, წულუკიძის, სააკაძის და ჭავჭავაძის გადამკვეთი ქუჩების, პაატას, კოჯრის, გრიშაშვილის და თავისუფლების ქუჩების მოწყობა-მოასფალტების;სოფლების გზების მოასფალტების: ქვემო ხანდაკის, ავტომაგისტრალიდან სოფელ იდლეთის ცენტრამდე მისასვლელი გზის, თელადგორის, თელიანის გზის მოასფალტების II ეტაპის, თელადგორის, სოფელ აღაიანის მისასვლელი გზის, ქვემო ჭალა-ახალშენა-საკორინთლოს გზის მონაკვეთის, შუაუბნის სასირეთში მაზნიაშვილის სახლმუზეუმთან შიდა სასოფლო გზის, ხოვლეში ივ. ჯავახიშვილის სახლმუზეუმთან მისასვლელი გზის, სოფელ კოდისწყაროს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზის, ფერმა-ჩანგილარის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია-მოასფალტების; გოსტიბე-ცხავერის, გუდალეთი-ვარჯაანის თვალადის გზების რეაბილიტაციის და სოფელ ქვემო ჭალის და გორაკას დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის მოწყობის. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კასპის მუნიციპალიტეტში 2016 წელს განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტით: ქ. კასპში ადგილობრივი მნიშვნელობის გზის პაატას ქუჩისრეაბილიტაცია-მოასფალტების; ქ. კასპში პაატას ქუჩის გადამკვეთი ადგილობრივი მნიშვნელობის გზების: კოჯორის გრიშაშვილის, და თავისუფლების ქუჩების რეაბილიტაცია-მოასფალტების; კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდიწყაროს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ მაგისტრალთანდამაკავშირებელი გზის მოასფალტების სამუშაოების. ლ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ.ბ) საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ კასპში მიკრორაიონში რკინა-ბეტონის ბინასთან საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კასპის მუნიციპალიტეტში 2016 წელს განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტით, ქალაქ კასპში საკანალიზაციო ცენტრალური ქსელის რეაბილიტაცია და დარჩენილ ქუჩებზე ქსელის მოწყობის II ეტაპი (თაყაიშვილის, ჭონქაძის, ჯავახიშვილის, თავისუფლების, კოტეტიშვილის, გრიშაშვილის, კოჯორის, შარიფაშვილის, გორგასალის, კრწანისის და მათთან მიმდებარე ჩიხების) სამუშაოების. მ) დადგენილების მე–16 მუხლის მე–3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: გ) საბავშვო ბაღების შენობის რემონტი (პროგრამული კოდი 04 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დასრულდება კასპის მუნიციპალიტეტის აღაიანის, ოკამის, თეზის, სამთავისის, ქვემო ჭალის, ლამისყანის და დოესის საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კასპის მუნიციპალიტეტში 2016 წელს განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტით, ქალაქ კასპში №1,2,3 საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის II ეტაპის სამუშაოების. ნ) დადგენილების მე–16 მუხლის მე–3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: დ) ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება კასპის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა №3 საჯარო სკოლამდე. ო) დადგენილების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები