„ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 15/01/2016
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/01/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 010240010.32.061.016174
6
15/01/2016
ვებგვერდი, 21/01/2016
010240010.32.061.016174
„ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №6

2016 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

„ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის, „აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №22 დადგენილებით დამტკიცებული (სსმ ვებგვერდი, 27/11/2013. სარეგ. №010240010.32.061.016054) ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დებულების მე -2 მუხლის მე-8 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. წარმომადგენლობის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №16.“.

2. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4.

წარმომადგენლობა:

ა) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან - ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს სახელმწიფო დაწესებულებებთან, მათ შორის, აჟარის მუნიციპალიტეტთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთ თანამშრომლობას;

ბ) შეიმუშავებს და აფხაზეთის მთავრობას განსახილველად წარუდგენს მოსაზრებებს ზემო აფხაზეთის საკითხებთან დაკავშირებით სტრატეგიული კურსისა და ამ მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ. ამ მიზნით შეიმუშავებს შესაბამის ინიციატივებსა და წინადადებებს. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ზემო აფხაზეთის საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციას, მათ შორის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან - ზემო აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის დასაქმების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობას;

გ) შეიმუშავებს და წარმართავს წარმომადგენლობის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის ღონისძიებებს;

დ) შეადგენს და ასრულებს წარმომადგენლობის ბიუჯეტს, ასევე სოციალური და ეკონომიკური ხასიათის მიზნობრივ პროგრამებს, აღრიცხავს, ფლობს, სარგებლობს და განკარგავს წარმომადგენლობის საკუთრებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ზემო აფხაზეთის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრეზიდენტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის  მთავრობის აქტებით მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს;

ვ) უზრუნველყოფს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების გადაწყვეტას.“.

3. დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7.

წარმომადგენლობის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს წარმომადგენლობის საქმიანობას და წყვეტს წარმომადგენლობის გამგებლობის     სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) თვალყურს ადევნებს წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას და ამ დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას წარმომადგენლობის საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს წარმომადგენლობის სტრუქტურულ ერთეულთა ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტს - ბრძანებას, ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;

ე) კომპეტენციის ფარგლებში წარმომადგენლობის სახელით დებს ხელშეკრულებებს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, საწარმოებთან, დაწესებულებებთან, მოწვეულ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან;

ვ) ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით და ამ დებულებით განსაზღვრულ ფუნქციებს და დავალებებს.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                            ვახტანგ ყოლბაია