„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 15/01/2016
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/01/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 06/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016172
4
15/01/2016
ვებგვერდი, 21/01/2016
010340000.32.061.016172
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №4

2016 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

 „აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის  დებულების  დამტკიცების  შესახებ”  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბრის №49 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 13.11.2014 წ., 010340000.32.061.016114) დამტკიცებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.”;

2. დებულების მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართებზე (ორგანიზებულ ჩასახლებებში) საყოფაცხოვრებო პირობების სისტემატური შესწავლა, დოკუმენტური აღრიცხვა და ამავე ობიექტის ტექნიკური ინვენტარიზაციის მონაცემთა ელექტრონული ბაზის  შექმნა და მუდმივი განახლება.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის

მთავრობის  თავმჯდომარის

მოვალეობის  შემსრულებელი                                                                                                          ვ.  ყოლბაია