დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N142 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 144 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/01/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.157.016248 |
|
,,2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №142 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილი იქნეს ცვლილება ,,2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №142 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 04.01.2016 წ., სარეგ.კოდი 010250050.35.157.016246) დამტკიცებულ „2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის” 31-ე მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. სოციალური დახმარების გაცემის განსაკუთრებული პირობები 1. გადაუდებელი აუცილებლობისას, როდესაც შეიძლება დადგეს სიცოცხლისათვის სავალალო შედეგები, წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებული ყველა სახის დახმარება, მათ შორის, ერთჯერადი ფულადი დახმარება და სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება, შეიძლება განხორციელდეს კომისიის დასკვნის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებზე 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. 2. გადაუდებელი აუცილებლობისას, როდესაც შეიძლება დადგეს სიცოცხლისათვის სავალალო შედეგები, წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებული ყველა სახის დახმარება, მათ შორის, ერთჯერადი ფულადი დახმარება და სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება, რომელიც აღემატება 1000 ლარს, 3000 ლარის ჩათვლით (მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარების ზედა ზღვრული ოდენობა) შეიძლება გაიცეს სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტის (განკარგულების) შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები