„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/01/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.019081
17
18/01/2016
ვებგვერდი, 21/01/2016
140080000.10.003.019081
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №17  

2016 წლის 18 იანვარი

   ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №77 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/04/2013, 140080000.10.003.017241) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში დანიშვნით მიღებულ სამოქალაქო პირთა ყოველთვიური ფულადი ანაზღაურება განისაზღვროს შესაბამისი საშტატო ერთეულისთვის (საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეთა კატეგორიის მიხედვით) დადგენილი ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს, ზღვრული წოდებრივი სარგოს, სასურსათო ულუფის ფულადი კომპენსაციისა და კუთვნილ წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატის ჯამური ოდენობით.

შენიშვნა: ამ დადგენილების მიზნებისათვის:

ა)  „ფულადი სარგო“ გულისხმობს თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოთა  ჯამს;

ბ) „ფულადი ანაზღაურება“, „ფულადი კმაყოფა“ გულისხმობს ყველა სახის სარგოს, დანამატსა და კომპენსაციას.“.

2. პირველი მუხლის 101 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„101.  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და საკონტრაქტო სამსახურში გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხულ მოსამსახურეებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, აგრეთვე იმ სახელმწიფო ორგანოებში, რომლებშიც დაწესებულია სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდებები, სამხედრო წოდებით, სახელმწიფო სპეციალური წოდებით ან/და სამოქალაქო პირად ნამსახურევი კალენდარული წლების (გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის პერიოდისა) მიხედვით ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი, ფულადი სარგოს შემდეგი ოდენობით:

ა) 1-დან 2 წლამდე  −  5%;

ბ)  2-დან 5 წლამდე  −  10%;

გ) 5-დან 10 წლამდე  − 15%;

დ) 10 წელი და მეტი  − 20%.“.

3.  პირველი მუხლის 102 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„102.  სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში დანიშვნით მიღებულ სამოქალაქო პირებს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, აგრეთვე  იმ  სახელმწიფო ორგანოებში,  რომლებშიც  დაწესებულია სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდებები, სამხედრო წოდებით, სახელმწიფო სპეციალური წოდებით ან/და სამოქალაქო პირად ნამსახურევი კალენდარული წლების (გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის პერიოდისა) მიხედვით, ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით:

ა) 3-დან 5 წლამდე   − 5%;

ბ) 5-დან 10 წლამდე  − 10%;

გ) 10-დან 15 წლამდე −15%;

დ)  15 წელი და მეტი    − 20%.“.

4. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „251“ პუნქტი:

„251. ამ დადგენილების №1 დანართით გათვალისწინებული არასრული განაკვეთის მიხედვით შრომის ანაზღაურების შემთხვევებს განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტით.“.

5. დადგენილების №1 დანართის:

ა)  მე-8 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ)

მძღოლი

780“;

 ბ)    მე-9 პუნქტის „დ − ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)

სამმართველოს უფროსის მოადგილე

1500

 ე)

განყოფილების უფროსი

1400

 ვ)

მთავარი იურისტი

1300

 ზ)

უფროსი იურისტი

  1200“;

გ)     მე-12 პუნქტს:

გ.ა)  დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1)

უფროსი სპეციალისტი

850“;

გ.ბ)  „ზ − ჩ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ)

სპეციალისტი

800

თ)

ქირურგი

850

(სრული განაკვეთი)

650

(არასრული განაკვეთი)

ი)

თერაპევტი

850

(სრული განაკვეთი)

 

650

(არასრული განაკვეთი)

კ)

ნევროპათოლოგი

850

(სრული განაკვეთი)

650

(არასრული განაკვეთი)

ლ)

ოკულისტი

850

(სრული განაკვეთი)

650

(არასრული განაკვეთი)

მ)

ოტოლარინგოლოგი

850

(სრული განაკვეთი)

650

(არასრული განაკვეთი)

ნ)

დერმატოლოგი

850

(სრული განაკვეთი)

650

(არასრული განაკვეთი)

 

ო)

ფსიქიატრი

850

(სრული განაკვეთი)

650

(არასრული განაკვეთი)

პ)

ფსიქოლოგი

850

(სრული განაკვეთი)

650

(არასრული განაკვეთი)

ჟ)

მორიგე თერაპევტი

700

რ)

მორიგე ექიმი

700

ს)

მედდა

650

(სრული განაკვეთი)

500

(არასრული განაკვეთი)

ტ)

სანიტარიული ინსპექტორი

1050

უ)

ეპიდემიოლოგი

1050

(სრული განაკვეთი)

800

(არასრული განაკვეთი)

ფ)

ბაქტერიოლოგი

1050

(სრული განაკვეთი)

800

(არასრული განაკვეთი)

ქ)

ბიოქიმიკოსი

1050

(სრული განაკვეთი)

800

(არასრული განაკვეთი)

ღ)

ქიმიკოსი

1050

(სრული განაკვეთი)

800

(არასრული განაკვეთი)

ყ)

ინჟინერი

1050

(სრული განაკვეთი)

800

(არასრული განაკვეთი)

 

შ)

ლაბორანტი

650

(სრული განაკვეთი)

500

(არასრული განაკვეთი)

ჩ)

სანიტარი

350“.

 

მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი