დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.10.003.019099 |
|
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს განსაზღვრის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 130-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხლების შესაბამისად:
ა) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის დადგენილი წესით განხორციელება უზრუნველყოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა; ბ) ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის საზღვრებში არსებული თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის №153 და „აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში არსებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის №154 დადგენილებები.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები