„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/01/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.019097
33
18/01/2016
ვებგვერდი, 21/01/2016
010240010.10.003.019097
„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №33

2016 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში (სსმ, 21, 11/02/2008) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  დადგენილებით დამტკიცებული შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სა­კით­ხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

 „ო) სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერი;“.

 2. დადგენილებით დამტკიცებული შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ) მთავარი იურისტი.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა

სტრუქტურა, თანამდებობა

რაოდენობა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი

1

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე

1

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე

1

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში

2

დეპარტამენტის უფროსი

3

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1

სამმართველოს უფროსი

4

მთავარი მრჩეველი

10

მრჩეველი

1

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აღმასრულებელი თანაშემწე

1

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე

1

მთავარი ბუღალტერი

1

საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინისტრატორი

1

საქმეთა მმართველი

1

სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერი

1

მთავარი იურისტი

1

სულ

31.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2016 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი