დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის №100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/01/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.019093 |
|
„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის №100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის №100 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/01/2014, 010240030.10.003.017718) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის: ა) „ღ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ღ1) უზრუნველყოფს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაციის გრძელვადიანი პოლიტიკისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებას, კოორდინაციასა და მონიტორინგს, ასევე სტრატეგიული კომუნიკაციის ღონისძიებათა დაგეგმვასა და კოორდინაციას;“; ბ) „ღ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ღ4) ახორციელებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესსექტორის, ასევე სტრატეგიულ კომუნიკაციაში ჩართული სხვა ორგანიზაციების ღონისძიებების ერთიანი გეგმის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციას;“. 2. დადგენილებით დამტკიცებული საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები