„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 190040000.10.003.019087
23
18/01/2016
ვებგვერდი, 21/01/2016
190040000.10.003.019087
„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №23

2016 წლის 18 იანვარი

   ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 11/02/2013, 190040000.10.003.017184) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების“:

ა) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტის თანადაფინანსება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და სხვა ნებადართული  სახსრებით ხორციელდება ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თანადაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის/ გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ, მუნიციპალიტეტის/ გუბერნატორის ადმინისტრაციის საკუთარი სახსრებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით და აღემატება ამ წესის 31 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ თანადაფინანსების  სავალდებულო ზღვრულ ოდენობას;“;

გ) მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

მუხლი 31. თანადაფინანსების წესი

1. ფონდიდან თანხა გამოიყოფა, თუ მუნიციპალიტეტი ამ წესის შესაბამისად უზრუნველყოფს თანადაფინანსებას.

2. მუნიციპალიტეტი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში  თანადაფინანსებისთვის გაითვალისწინოს შესაბამისი სახსრები, მათ შორის, აღნიშნული მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიღებული თანხებიც.

3. მუნიციპალიტეტის მიერ თანადაფინანსების თანხა განისაზღვრება პროექტების ჯამური ღირებულების ფარგლებში, შესაბამის წელს ასანაზღაურებელი თანხების არანაკლებ 5 პროცენტის ოდენობით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.  

4. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის მიერ თანადაფინანსების თანხა განსაზღვროს ფიქსირებული ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი