დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7/2016 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 19/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190030.15.008.016246 |
|
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 26/11/2015, 010190030.15.008.016218) დამტკიცებული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა”-„გ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის, პროცედურების და სტანდარტების მომზადებასა და მათი მეშვეობით ცესკოს აპარატის, საოლქო საარჩევნო კომისიებისა და სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საინფორმაციო რესურსების სათანადო გამოყენების შესაძლებლობას; ბ) ინფორმაციული აქტივების აღწერას, დაცვასა და ცესკოს აპარატის, სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და საოლქო საარჩევნო კომისიებთან ერთად მათზე წვდომის წესების განსაზღვრას; გ) ინფორმაციის დამუშავების ინფრასტრუქტურაში არსებული სისუსტეების, საფრთხეებისა და ინციდენტების მართვას, რომლებსაც გავლენა შეუძლიათ მოახდინონ ცესკოს აპარატის, საოლქო საარჩევნო კომისიებისა და სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ინფორმაციულ რესურსებზე;“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები