დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 აგვისტოს N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.163.016308 |
|
„თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 აგვისტოს №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 აგვისტო №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/08/2014, 010250020.35.163.016182). |
მუხლი 2.
მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
„მუხლი 6. საკრებულოს ადგილსამყოფელი
1. საკრებულოს ადგილსამყოფელია: ქალაქი თელავი, ერეკლე II-ის გამზირი №16. 2. საკრებულოს სხდომები ტარდება ქალაქ თელავის საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში (ქალაქი თელავი, ერეკლე II-ის გამზირი N16). საკრებულოს მიერ სხდომის სხვა ადგილას ჩატარება დაიშვება საკრებულოს განკარგულებით ან საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, ამ რეგლამენტის 48-ე მუხლით დადგენილი წესით.“. |
მუხლი 3.
XVI თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1351 და 1352 მუხლები: |
„მუხლი 1351. მუნიციპალიტეტის ორგანოების ვალდებულებები და უფლებამოსილებები დასახლების საერთო კრებასთან მიმართებაში
1. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საერთო კრების უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების განხილვისათვის აუცილებელი პროექტებისა და ინფორმაციის წარდგენა საერთო კრებისთვის, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით ,,დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე’’ და მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად. 2. მუნიციპალიტეტის ორგანოები და თანამდებობის პირები, უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებულნი არიან: ა) განიხილონ საერთო კრების გადაწყვეტილება და განხილვის შედეგების შესახებ დასაბუთებული პასუხი გონივრულ ვადებში აცნობონ საერთო კრების წარმართვაზე (თავმჯდომარეობაზე) უფლებამოსილ პირს; ბ) დასახლების საერთო კრებას დამტკიცებამდე ორი კვირით ადრე მაინც გადაუგზავნონ ინფორმაცია დასახლების ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროექტების და მუნიციპალური პროგრამების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, დასახლებათა საზღვრების ცვლილებების თაობაზე; გ)საერთო კრების მიერ შეთავაზებული საკითხის განხილვამდე 3 სამუშაო დღით ადრე მაინც, უზრუნველყონ შესაბამისი დასახლების რჩეულის წინასწარი ინფორმირება, იმ შემთხვევაში, თუკი საერთო კრებას ჰყავს რჩეული. მუხლი1352. დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცება; ბ) მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ დასახლების საერთო კრების მოწვევის პროცედურის განსაზღვრა; გ)საერთო კრების მიერ წარმოდგენილი პეტიციის განხილვა. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები