ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 03 აპრილის №16 დადგენილებაში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/01/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/01/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 29/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.176.016116
3
15/01/2016
ვებგვერდი, 21/01/2016
010250020.35.176.016116
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 03 აპრილის №16 დადგენილებაში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2016 წლის 15 იანვარი

ქ. თელავი

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 აპრილის №16 დადგენილებაში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 აპრილის №16 დადგენილებაში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა  და  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების  ხელშეწყობის  განსახორციელებლად გათვალისწინებული  თანხების განკარგვის  წესის  დამტკიცების  შესახებ“ www.matsne.gov.ge, 08/04/2015, 010250020.35.176.016075).
1.  დადგენილებით დამტკიცებული  წესის II თავის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4.  განცხადებას  თან  უნდა  ერთვოდეს:

ა)  მერიის  მიერ  გაცემული  ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობის  აღრიცხვის  ფურცლის   ქსეროასლი;

ბ) ამხანაგობის  მიერ  შერჩეული,  მომსახურე  ორგანიზაციის/მეწარმე  სუბიექტის  მიერ მომზადებული დეფექტური  აქტის  ან/და  შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის  დედანი, რომელიც შედგენილი უნდა იყოს მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით, რესურსული მეთოდისა და საბაზრო ფასების გამოყენებით.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე