„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 20 ოქტომბრის №146 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 20/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 140120000.22.038.016598
3
20/01/2016
ვებგვერდი, 20/01/2016
140120000.22.038.016598
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 20 ოქტომბრის №146 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №3

2016 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 20 ოქტომბრის №146 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართელოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 20 ოქტომბრის №146 ბრძანებაში (სსმ, 140120000.22.038.016561, 20/10/2015) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის  მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ, სამუშაო ადგილის დატოვებამდე, უფლებამოსილმა მოსამსახურემ, მასზე განპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა უნდა ჩააბაროს საიარაღო ოთახზე პასუხისმგებელ პირს, რაც დაფიქსირდება შეიარაღების გაცემისა და მიღების წიგნის მე-2 ნაწილში.“;

„22. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ან პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე და მინისტრის თანხმობით, შესაძლებელია უფლებამოსილმა მოსამსახურემ მასზე განპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა არ ჩააბაროს საიარაღო ოთახზე პასუხისმგებელ პირს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი