საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ

  • Word
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 682
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 10/01/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 28/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 110.050.140.05.001.001.621
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
682
21/12/2004
სსმ, 2, 10/01/2005
110.050.140.05.001.001.621
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე –   2500 ლარი;

ბ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 2300 ლარი;

გ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 2200 ლარი;

დ) უზენაესი სასამართლოს მოსამართლე –    2100 ლარი;

ე) სააპელაციო (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო) სასამართლოს თავმჯდომარე – 1800 ლარი;

ვ) სააპელაციო (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 1700 ლარი;

ზ) სააპელაციო (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო) სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე – 1650 ლარი;

თ) სააპელაციო (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო) სასამართლოს მოსამართლე – 1600 ლარი;

ი) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე – 1350 ლარი;

კ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე – 1250 ლარი.

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1365-სსმI,№19,28.04.2005წ.,მუხ.137

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1743-სსმI,№36,11.07.2005წ.,მუხ.222

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კანონი „საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების თაობაზე“ (პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 6 ნოემბერი 1996, გვ. 19) და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 7 სექტემბრის №373 ბრძანებულება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების, თანამდებობრივი სარგოს დანამატების განსაზღვრისა და საცხოვრებელი ბინის დაქირავების ხარჯების შესახებ“.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი          მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 21 დეკემბერი.

№682-რს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1365-სსმI,№19,28.04.2005წ.,მუხ.137

2. საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1743-სსმI,№36,11.07.2005წ.,მუხ.222

3. ძალადაკარგულია- საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2483-სსმI,№56,11.12.2005წ., მუხ.422