დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1 |
დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 18/01/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/01/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.153.016313 |
|
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისადმცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 დეკემბრის №58 დადგენილებაში (სსმ, 04/01/2016; 190020020.35.153.016308) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების პირველ მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 1. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ბ) დადგენილების მე-2 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 2. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
გ) დადგენილების მე-3 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 3. მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლები 7 328,1 ათასი ლარის ოდენობით:
დ) დადგენილების მე-5 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 5. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გრანტები 326,9 ათასი ლარის ოდენობით:
ე) დადგენილების მე-7 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 7. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯები 7 450,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ვ) დადგენილების მე-8 მუხლში და მე-8 მუხლის „ა“ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 8. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1 615,6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1 865,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ზ) დადგენილების მე-9 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 9. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
თ) დადგენილების მე-10 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 10. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-1 737,9) ათასი ლარის ოდენობით; ი) დადგენილების მე-11 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 11. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-1 912,3) ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 1 912,3 ათასი ლარის ოდენობით. კ) დადგენილების მე-12 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 12. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (-174,4) ათასი ლარის ოდენობით. თავი II მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
ლ) დადგენილების მე-16 მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 16. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა -შენახვა, სკვერების, მოედნების და საცხოვრებელი უბნების, ეზოების კეთილმოწყობის ღონისძიებები, დასუფთავების ღონისძიებები, საკანალიზაციო სისტემების და სანიაღვრე არხების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, მრავალსართულიანი სახლების სახურავების რეაბილიტაცია, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ახალი/მეორე მნიშვნელობის გზების, საყრდენი კედლების, ხიდების და ბოგირების მშენებლობა-რეაბილიტაცია. მიმდინარე წელს დასრულდება შიდა საუბნო გზების მოხრეშვა მუხრანში; 2016 წელს დაგეგმილია სოფ. ქსოვრისში შიდა გზების რეაბილიტაცია; 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, გაზგაყვანილობის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია, სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების რეაბილიტაცია. 2.2.1 გარე განათება (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია რეაბილიტირებულ გზებზე. მუნიციპალიტეტის იერსახის შენარჩუნებისა და შემდგომი გაუმჯობესების მიზნით დეკორატიული მინათებების მოწყობა. ქვეპროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სოფ. ქსოვრისში გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები; 2016 წელს განხორციელდება გარე განათების ქსელის მიერ მოხმარებული ელ.ენერგიის ხარჯის დაფინანსება მუნიციპალიტეტის სოფლებში: საგურამო, აღდგომლიანთკარი, ნაოზა, მისაქციელი, წეროვანი, ახალსოფელი, მუხათგვერდი, ნიჩბისი, ძეგვი, მუხრანი, ციხისძირი. 2.2.2 საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო სისტემის ექსპლოატაციისა და ჩამდინარე წყლების გადასამუშავებელი კოლექტორების, მილგაყვანილობის და წყალსაქაჩების დამონტაჟება-რეაბილიტაცია. 2016 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდება საკანალიზაციო სისტემების გაწმენდა სოფლებში: საგურამო, ძეგვი, წეროვანი, წინამძღვრიანთკარი, გალავანი. 2.2.3 წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლების დაქსელვა და არსებული წყლის რეზერვუარების გაწმენდა-შეკეთება და რეაბილიტაცია, სოფლის მოსახლეობისთვის სასმელი წყალის მიწოდება, არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობა; სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობა, მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის მაგისტრალებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესრულება და გამრიცხველიანება, რეზერვუარების რეცხვა-დასუფთავება, დეზინფექცია; მოხმარებული და გახარჯული სასმელი წყლის გადასახადის ამოღება სემეკი-ს მიერ დამტკიცებული ტარიფის მიხედვით, მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის სათავე ნაგებობების საქლორატორო სადგურების მოწყობა. ქვეპროგრამის ფარგლებში გაგრძელდება წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლებში: გალავანი, წილკანი, ქსოვრისი, მუხრანი, ლისი, ნავდარაანთკარი, მამკოდა, ნატახტარი, ქვემი ნიჩბისი, ნავაზი, ფრეზეთი, ზაქარო, სასხორი, არაშენდა, წინამძღვრიანთკარი, წოდორეთი. 2016 წელს დაგეგმილია სოფ. ერედის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სასმელი წყლის რეგიონული ინფრაპროექტების თანადაფინანსება სოფლებში: ნიჩბისი, ძეგვი, ლისი, მუხრანი; 2.2.4 გაზგაყვანილობის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დასრულდება 2015 წელს მუნიციპალიტეტის სოფლებში დაწყებული ამბულატორიების, საბავშვო ბაღების, ადმინისტრაციული შენობების გაზიფიცირება, გალავანში სპორტდარბაზის გაზიფიცირება. 2.2.5 მუნიციპალური შენობების რეაბილიტაცია და მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 06) მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მრავლად არის შენობა-ნაგებობები და სხვადასხვა ობიექტები, რომლებიც ამ ეტაპზე არ გამოიყენება მუნიციპალიტეტის საჭიროებებისათვის და შესაძლოა განხორციელდეს მათი ეტაპობრივი პრივატიზაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მათი არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისა და უცხო პირთა ხელყოფისაგან დაცვის მიზნით. მიმდინარე წელს გაგრძელდება საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფ. წეროვანში და სოფ. წილკანში (დევნილთა დასახლებაში); ნიჩბისის საბ. ბაღის რემონტი; ამბულატორიების ეზოს კეთილმოწყობა; 2016 წელს დაგეგმილია სოფ. ქსნის №1, ნიჩბისის, ნატახტარი-მისაქციელის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, წეროვნის ბაღის სამშენებლო რეგიონული ინფრაპროექტის თანადაფინანსება; 2.2.6 სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში სანიაღვრე არხების მოწყობა, კოლექტორების და მილგაყვანილობის რეაბილიტაცია ჩამდინარე წყლის (წვიმის ან სხვა სახის ჩამდინარე წყლის) წარმოშობის ადგილიდან ზედაპირული წყლების ადგილამდე გასატანად. ქვეპროგრამის ფარგლებში გაგრძელდება 2015 წელს დაწყებული სანიაღვრე არხების მოწყობა სოფ. წილკანში და წეროვანში დევნილთა დასახლებაში, სოფ. ჩარდახის საბავშვო ბაღში. 2016 წელს დაგეგმილია სანიაღვრე არხების რეგიონული ინფრაპროექტების თანადაფინანსება სოფლებში: წეროვანი, წილკანი; 2.3 სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს განხორციელდება 2014-2015 წლების სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები; 2.4 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება 2015 წელს დაწყებული მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით. 2.5 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული სკვერების და მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები, ძეგლების და მემორიალების რეაბილიტაცია, გამწვანების, დასუფთავების, გარე განათების და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის სამუშაოები, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსება; 2.5.1 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების და მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და საექსპერტო მომსახურების ღირებულება (პროგრამული კოდი 03 05 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის სისტემის, გამანაწილებელი ქსელისა და ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოების და გამრიცხველიანების, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების, საბავშვო ბაღების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის და მცხეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სხვა პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და საექსპერტო მომსახურების შესყიდვა. 2.5.2. კეთილმოწყობის სხვა ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 05 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობის, გამწვანების, გარე განათებისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა. 2.5.3 სკვერების, ძეგლების და მემორიალების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 05 05) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სკვერების, ძეგლების და მემორიალების მოწყობა-რეაბილიტაცია; მიმდინარე წელს დასრულდება სოფ. ბიწმენდში - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომში ცხინვალთან გმირულად დაღუპული მებრძოლის ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალის მოწყობა; მ) დადგენილების მე-17 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 17. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები