დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კასპის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.149.016273 |
|
„კასპის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„კასპის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ნოემბრის №35 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/11/2015; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.149.0162) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“; ბ) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7611,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“; გ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2318,2ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2418,2 ათასილარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 100,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
“; დ) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსურიაქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“; ე) დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 2356,6 ლარის ოდენობით. ვ) დადგენილების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 2358,1ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 2358,1 ლარის ოდენობით. ზ) დადგენილების მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 16 1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. ა) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღრიცხვა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინოშემოწმება. ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება, რაცბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა–რეაბილიტაცია, დასასვენებელი პარკებისკეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურისმშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა, პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება; ქალაქის დაზიანებული გზების ორმოული შეკეთება, ქუჩების მოვლა ზამთრის სეზონზე. პროგრამის ფარგლებში სამუშაოები შესრულდება: მდინარე თეძამზე, სოფელ თეძმისხევის და ახალსოფლის დამაკავშირებელი სამანქანე და საფეხმავლო ხიდი, ქალაქ კასში აღმაშენებლის ქუჩაზე „წყალსაქათან“ მდებარე ხიდის, დადიანის ქუჩის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის სამუშაოები: კასპში, კოსტავას ქუჩაზე ყოფილი რუკის ტერიტორიიდან იგოეთი-კასპი-ახალქალაქის შიდასახელმწიფოებრივი გზის გადაკვეთამდე საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის; კასპში მრავალსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელი კვარტალური ეზოების მოწყობა-რეაბილიტაციის; ქალაქ კასპში შარიფაშვილის, ყაზბეგის, წერეთელის, წულუკიძის, სააკაძის და ჭავჭავაძის გადამკვეთი ქუჩების, პაატას, კოჯრის, გრიშაშვილის და თავისუფლების ქუჩების მოწყობა-მოასფალტების;სოფლების გზების მოასფალტების: ქვემო ხანდაკის, ავტომაგისტრალიდან სოფელ იდლეთის ცენტრამდე მისასვლელი გზის, თელადგორის, თელიანის გზის მოასფალტების II ეტაპის, თელადგორის, სოფელ აღაიანის მისასვლელი გზის, ქვემო ჭალა-ახალშენა-საკორინთლოს გზის მონაკვეთის, შუაუბნის სასირეთში მაზნიაშვილის სახლმუზეუმთან შიდა სასოფლო გზის, ხოვლეში ივ. ჯავახიშვილის სახლმუზეუმთან მისასვლელი გზის, სოფელ კოდისწყაროს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზის, ფერმა-ჩანგილარის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია-მოასფალტების; გოსტიბე-ცხავერის, გუდალეთი-ვარჯაანის თვალადის გზების რეაბილიტაციის და სოფელ ქვემო ჭალის და გორაკას დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის მოწყობის. ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე განათების ქსელის გაფართოვება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა დამის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება,დაფინანსდება სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ბ.ა) დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენსსანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. აღნიშნულიპროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდა, ვინაიდან კასპთანერთად პროგრამაში ჩართულია სოფ. მეტეხსადა სოფ. თელიანში არსებული დევნილთა ჩასახლებები. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლებიდან ნარჩენების გატანა ნაგავსაყრელზე. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდებაგზების ტექნიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლობის შემთხვევაში–ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. ბ.ბ) საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ კასპში მიკრორაიონში რკინა-ბეტონის ბინასთან საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები. ბ.გ) სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში ჯერ კიდევ არსებობს სარწყავი წყლის პრობლემა, ხშირად საჭირო ხდება სარწყავი არხებისა და მდინარეების კალაპოტების გაწმენდა. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სოფლების: ქვახვრელის სატუმბი სადგურის მიერ სარწყავი წყლის მიწოდებაზე მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფელ ზემო ხანდაკში სადრენაჟე დაშრობითი სამუშაოები ბ.დ) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის მიწოდებაზე დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება; განხორციელდებაშპს ,,სოფლის წყალის“ სუბსიდირება. ქვეპროგრამის ფარგლებში დასრულდება სოფელ ნიგოზაში და სოფელ ჩობალაურში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის, სატუმბი სადგურის მოწყობის, სოფელ სამთავისში არსებული სადგურის რეკონსტრუქციის და გამრიცხველიანების სამუშაოები. ასევე განხორციელდება საპროექტო სამუშაოების წარმოება: სოფელ ქვემო ჭალის წყალსადენის რეაბილიტაციის, სადგურ მეტეხის სასმელი წყლით უზრუნველყოფისათვის სოფელ მეტეხში ,,ყავრიაანთ წყაროდან“ დებეტის გაზრდის, სოფელ ცხავერის სასმელი წყლის სათავე ნაგებობის და სისტემის მოწყობის, სოფელ წინარეხში ,,ფილაქნების“ სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობის სამუშაოები. ბ.ე) სპორტული მოედნების მშენებლობა, მოწყობა (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება, კასპში: მიკრორაიონის ტერიტორიაზე და ,,ქარწისის“ ტერიტორიაზე არსებულ სტადიონებს, მოეწყობა ვარჯაანის დასახლებაში ერთი სპორტული მოედანი.ქვეპროგრამის ფარგლებში რეკონსტრუქცია ჩაუტარდება კასპში მირიან მეფის ქუჩაზე არსებულ მინი სტადიონს. ქვეპროგრამის ფარგლებში მოეწყობა სოფელ ქვემო გომში საჭიდაო არენა. ბ.ვ) აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ ინფრასტრუქტურული და სასოფლო–სამეურნეო პროექტების განხორციელებაში. ბ.ზ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ამხანაგობების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ამხანაგობების თანადაფინანსება. ბ.თ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში დასრულდება კასპის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შენობის რემონტი. ბ.ი) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 11) დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც, ქვეპროგრამის ფარგლებში მოეწყობა: კასპის ქუჩების და სოფლების გარე განათება; კასპი-იგოეთის გზის მონაკვეთის გარე განათება ასევე დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია. გ)მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, მოწესრიგდება გამწვანების ზოლები, ასევე დაფინანსდება: ბაღების,სკვერების და მგზავრთა მოსაცდელების ექსპლოატაციის ხარჯები. გ.ა) ბაღებისა და სკვერების მოვლა-შენახვა(პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერებისა და ბაღების მოვლა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. ქვეპროგრამის ფარგლებში კასპში მოეწყობა ორი სკვერი: რკინა–ბეტონის კორპუსთან მიმდებარედ და ჭავჭავაძის და რუსთაველის ქუჩის გადაკვეთაზე არსებული მრავალსართულიანი კორპუსების ეზოში. გ.ბ)მგზავრთა მოსაცდელების მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია კასპში მგზავრთა 5 (ხუთი) მოსაცდელის მოვლა-შენახვა. გ.გ) შენობების ფასადების აღდგენა (პროგრამული კოდი 03 03 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაპროექტდება: ქალაქ კასპში აღმაშენებლის ქუჩაზე (გეოლოგების კორპუსი) შენობის ფასადის აღდგენის და აივნების მოწყობის, კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფასადის და კიბეების აღდგენის, კასპში კოსტავას ქ.#14-ის მიმდებარედ საყრდენი კედლის აღდგენის სამუშაოები. დ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები (პროგრამული კოდი 03 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, 2009-2015 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დარჩენილი ნაშთიდან განსახორციელებელი პროექტები. ე)სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები(პროგრამული კოდი 03 05) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება, რომელიც განხორციელდება კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტიასკოლამდელი ასაკის ბავშვების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს საგანმანათლებლო ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ბავშვებსჰქონდეთსაფუძველიმათი შემდგომი განვითარებისათვის. ა)ა(ა)იპ კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების დაფინანსება(პროგრამული კოდი 04 01) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების გახსნა და მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა.მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 26 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს1350 მეტი აღსაზრდელი.საბავშვო ბაღები მომარაგდება სათბობი შეშით. ბ) სსიპ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა კასპში (პროგრამული კოდი 04 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება კასპში არსებული სალოტბარო სკოლა. სადაც ახალგაზრდობა უფასოდ შეისწავლის უძველეს ქართულ ხალხურ სიმღერებს და ტრადიციულ გალობას. გ) საბავშვო ბაღების შენობის რემონტი (პროგრამული კოდი 04 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დასრულდება კასპის მუნიციპალიტეტის აღაიანის, ოკამის, თეზის, სამთავისის, ქვემო ჭალის, ლამისყანის და დოესის საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების სულიერი და ფიზიკურიგანვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის შესაბამისი სავარჯიშოპირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. ა.ა) სპორტის დაწესებულების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01) 2015 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. ახალგაზრდებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში დაგეგმილია სპორტის პოპულარიზაცია,მუნიციპალიტეტის სპორტსმენთა მონაწილეობის მიღება რეგიონალურ, სახელობით, რესპუბლიკურ, საერთაშორისო ტურნირებზე, მოწინავე სპორტსმენების ოსტატობის ამაღლების და ფიზიკური მომზადებისათვის სასწავლო-საწვრთნელი და გამაჯანსაღებელი შეკრებების მოწყობა. 2016 წლის განმავლობაში დაახლოებით 480 სპორტსმენი გაივლის სპორტულ მომზადებას. ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის: სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ბ.ა) კულტურის სფეროს დაწესებულებების გაერთიანების ხელშეწყობა(პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობა. სხვადასხვა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზება. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში არსებული შემოქმედებითი კოლექტივების გამოვლენასა და მათ შემდგომ განვითარებას. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში დაგეგმილია შემდეგი სახის კულტურული ღონისძიების მოწყობა:
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტში არსებული 20 (ოცი) სოფლის კლუბი და 5 (ხუთი) კულტურის სახლი, სადაც ფუნქციონირებსთოჯინების თეატრიდა ქორეოგრაფიული წრეები. ბ.ბ)სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში არსებულიხუთი მუსიკალური სკოლის ხელშეწყობა, სადაც სწავლობს 300-მდე ბავშვი. სასწავლო წლის განმავლობაში ერთ მოსწავლეზე გადასახადი შეადგენს 100 ლარს. ასევე დაგეგმილია ქალაქ კასპში არსებული მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დაფინანსება, სადაც სხვადასხვა წრეებში გაერთიანებულია 135-მდე მოსწავლე.აღნიშნული პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს სხვადასხვა კონკურსებისა და ფესტივალების ჩატარების უზრუნველყოფას. ბ.გ)ბიბლიოთეკების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში არსებული ბიბლიოთეკების დაფინანსება. ქვეპროგამის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მკითხველების სწრაფი და სრული დაკმაყოფილება მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (ბეჭდური,ხელნაწერი და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები), შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება, დაცვა და ამ დოკუმენტებით მომსახურება, როგორც ადგილზე გაცემით, ასევე ასლების გაგზავნით ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტით და საერთაშორისო წიგნთგაცვლის საშუალებით, ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიის, წიგნთმცოდნეობისა და ინფორმაციის დარგში მეცნიერული და მეთოდური მოღვაწეობისათვის ხელშეწყობა. ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნების, გამდიდრების, რეგისტრაციისა და მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის ხელშეწყობა. ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება და ამ მიმართულებით წარმოდგენილი სპეციალური პროგრამების მხარდაჭერა, არსებული წიგნადი ფონდის გადარჩევა და მომზადება ელექტრონული საინფორმაციო ბაზისათვის, წიგნადი ფონდის შევსება თანამედროვე ლიტერატურით. ბ.დ) მუზეუმების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც დაცულიაქართული ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, სოფელ კოდისწყაროს ტერიტორიაზე გათხრების შედეგად მოპოვებული დიონისეს ქანდაკება და სხვა სამუზეუმო ექსპონატები, ასევე დაფინანსდება ლამისყანის ორბელიანთა სახლ-მუზეუმი, ხოვლის ივანე ჯავახიშვილის, სასირეთის მაზნიაშვილის და კავთისხევის ომარ კელაპტრიშვილის სახლ–მუზეუმები. ბ.ე) რელიგიური ღონისძიებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 06) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. გ) ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მომავალი თაობის ფიზიკური გაჯანსაღების მიზნით ტურისტული ლაშქრობების და ალპინიადების მოწყობა. ასევე ახალგაზრდა თაობის ჩართვა მუნიციპალიტეტის ყოველდღიულ საქმიანობაში. ახალგაზრდების ინიციატივებით სხვადასხვა პროექტების განხორციელება. საახალწლო ღონისძიებების ჩატარება. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა დასოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი, არსებული რესურსების ფარგლებში, განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ა)საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
ბ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა დასოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა დასოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბ.ა) ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები ოჯახების დახმარება ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის მიზნით. ბ.ბ)ერთჯერადი დახმარებები(პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ბ.გ) უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უმწეო მდგომარეობაში მყოფი მუნიციპალიტეტში მცხოვრები 80 ბენეფიციარის ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფა. ბ.დ)საწარმოო ტრავმის შედაგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, გათვალისწინებულია მოქალაქე არსენ ბეგლარაშვილისთვისსაწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ყოველთვიური პენსიის გადახდა. ბ.ე) დევნილთა დასახლებებში გარე განათებებისა და წყლის ტუმბოების ელექტროენერგიის დავალიანებების დაფარვა (პროგრამული კოდი 06 02 06) კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილი მოსახლეობის სოციალური ყოფის გაუმჯობესების მიზნით, ქვეპროგრამის ფარგლებშიდაგეგმილია დევნილთა დასახლებებში გარე განათებებისა და წყლის ტუმბოების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვა”. თ) დადგენილების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები