დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2 |
დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 18/01/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/01/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.158.016274 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ" ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №60 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 24/12/2015, 190020020.35.158.016268) დამტკიცებულ წესში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ყოველთვიური ფულადი დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გაეწევათ (2016 წლის 01 თებერვლიდან 01 აგვისტომდე და 01 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე) შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს: ა) ობოლ და მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში; ბ) სტუდენტებს, იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში; გ) სტუდენტებს, სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 100000-მდე) ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში; დ) სტუდენტებს მრავალშვილიანი ოჯახებიდან (სამი და მეტი შვილი), რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში; ე) სტუდენტებს, ოჯახიდან, სადაც არის ორი ან მეტი სტუდენტი და სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ზემოთ ჩამოთვლილი სამი ან მეტი კატეგორიის მქონე სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში, დაფინანსდებიან ყოველთვიურად 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით (2016 წლის 01 თებერვლიდან 01 აგვისტომდე და 01 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე).“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში (რომელთა აკადემიური მოსწრების (სემესტრის) საშუალო ქულა აღემატება 80-ს) დაფინანსდებიან ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით (2016 წლის 01 თებერვლიდან 01 აგვისტომდე და 01 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე).“.
„7. ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ჯილდო) დახმარება გაეწევათ შემდეგი კატეგორიის სპორტსმენებს: 5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი მიმწოდებლის ანგარიშზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ შესაბამისად განხორციელებული შესყიდვის მიხედვით.“. 6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. დახმარება კომუნალურ გადასახადებზე 7. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სოხუმის დაცემის დღეს – 27 სექტემბრისათვის ერთჯერადად 500 ლარის ოდენობით (ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიები);“ 9. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. გარდამავალი დებულებები 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების თაობაზე მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2016 წლის 31 მარტის შემდეგ შემოსული განცხადებები მიმდინარე წელს არ განიხილება.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები