სს „ქართლიგაზის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
სს „ქართლიგაზის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/4388-11
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 08/01/2016
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/01/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/4388-11
08/01/2016
ვებგვერდი, 18/01/2016
სს „ქართლიგაზის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქმე №2/4388-11

 

 

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2016 წლის 8 იანვარი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა სს ,,ქართლიგაზის” კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,

  :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე ს.ს. ,,ქართლიგაზის” მიმართ.

ს.ს. „ქართლიგაზის” გაკოტრების მმართველმა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას იმაზე მითითებით, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სს „ქართლიგაზის” დებიტორული დავალიანების მოძიება შეწყდა. აუქციონზე ქონების რეალიზაციის შედეგად შემოსულმა თანხამ მთლიანობაში შეადგინა 94 346,55 ლარი. სს „ქართლიგაზის” კრედიტორებისთვის გასანაწილებელი თანხა შეადგენს 35 714,7 ლარს, რომელიც უნდა გადაეცეს მე-4 რიგის უზრუნველყოფილ კრედიტორს სსიპ – შემოსავლების სამსახურს. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე არ მოხდა ერთი ნივთის რეალიზაცია. აღნიშნული ქონება ნატურით გადაეცა მე-4 რიგის კრედიტორს სსიპ შემოსავლების სამსახურს. სხვა ქონება, რომლიდანაც შესაძლებელია კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილება, საზოგადოებას არ გააჩნია. 2015 წლის 06 ნოემბერს სს „ქართლიგაზის” გაკოტრების მმართველმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი წიკლაურმა განცხადებით მომართა სასამართლოს და წარმოადგინა დამატებითი ინფორმაცია 2013 წლის 3 დეკემბრის საბოლოო ანგარიშთან დაკავშირებით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დებიტორებისაგან დამატებით მოძიებული იქნა თანხა 1681.93 ლარის ოდენობით.

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის 42- მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

 გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნას კრედიტორთა კრება გაკოტრების მმართველის ანგარიშის წარდგენის დღის წესრიგით.

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის 27- მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდესსაქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

 

  დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეულ იქნეს სს „ქართლიგაზის” კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

 1.1. გაკოტრების მმართველის ანგარიში.

2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2016 წლის 27 იანვარს 17:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომის დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

3. დაევალოს სს „ქართლიგაზის” გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი