არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ

  • Word
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2862
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020657
  • Word
2862
30/12/2015
ვებგვერდი, 21/01/2016
000000000.00.003.020657
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2862

2015 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ

1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, დაფუძნებულ იქნეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი (შემდგომში – ფონდი).

2. ფონდის გამგეობა განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

ტარიელ ხეჩიკაშვილი − საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, გამგეობის თავმჯდომარე;

აკაკი ლოდია − საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე;

ილია დარჩიაშვილი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გამგეობის წევრი;

გიორგი კაკაურიძე − საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გამგეობის წევრი;

გიორგი ამაშუკელი − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, გამგეობის წევრი;

ლევან კობიაშვილი − ა(ა)იპ − საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, გამგეობის წევრი.

3. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის ფონდის წესდების პროექტისა და ხელმძღვანელის კანდიდატურის წარდგენა.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს ფონდის დაფუძნებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება.

5. ფონდის დაფუძნების შემდგომ დამფუძნებლის ყველა უფლებამოსილება განახორციელოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ.   

პრემიერ-მინისტრი                                      გიორგი კვირიკაშვილი