სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

  • Word
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2858
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020655
  • Word
2858
30/12/2015
ვებგვერდი, 21/01/2016
000000000.00.003.020655
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2858

2015 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

1. „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდზე (შემდგომში − ფონდი) არ გავრცელდეს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები და ფონდს მიეცეს თანხმობა, რომ:

ა) ფონდის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 23 (ოცდასამი) ერთეულით;

ბ) ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არაუმეტეს 6 000 (ექვსი ათასი) ლარით;

გ) ფონდში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა საშუალო თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არაუმეტეს 2 860 (ორი ათას რვაას სამოცი) ლარით.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №2 განკარგულება.

3. განკარგულება ძალაშია 2016 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი