„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 1 მაისის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 1 მაისის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 14/01/2016
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2016
ძალაში შესვლის თარიღი 18/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 010320020.32.057.016214
3
14/01/2016
ვებგვერდი, 15/01/2016
010320020.32.057.016214
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 1 მაისის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

საქართველო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №3

2016 წლის 14 იანვარი

ქ. ბათუმი

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 1 მაისის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 1 მაისის №44 დადგენილებით (გაზეთი „აჭარა“, №71 (22.815), 08.05.07, გვ. 5-6) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით აუქციონის ჩატარების ორგანიზება, ასევე, აუქციონის გამოცხადების, ლიცენზიის გაცემის, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანის, გაუქმებისა და მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;“.

2. მე-6 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-9 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის რ1 ქვეპუნქტი:

„რ1) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა, დამუშავება, სათანადო დასკვნის მომზადება; ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით აუქციონის ჩატარების ორგანიზება, სალიცენზიო მოწმობების მომზადება და გაცემა; აუქციონის გამოცხადების, ლიცენზიის გაცემის, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანის, გაუქმებისა და მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;“;

ბ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 18 იანვრიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე