შპს „ქედის სატყეო მეურნეობის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
შპს „ქედის სატყეო მეურნეობის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/174
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 08/01/2016
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/174
08/01/2016
ვებგვერდი, 15/01/2016
შპს „ქედის სატყეო მეურნეობის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმე №  2/174

                                                                                 

 

 

ამონარიდი სხდომის ოქმიდან

(საოქმო განჩინება)

 

2016  წლის 8 იანვარი

ქ . ქუთაისი

 

კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

კრების მდივანი: ნოდარ გიორგიძე

 

 

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს ,,ქედის სატყეო მეურნეობის’’ (ს/კ 246755792)  კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2016 წლის 25 იანვარს 17:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:

 ა) გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა და გაკოტრების საქმის წარმოებით დასრულების საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

2 .    კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).

3 .    დაევალოს შპს ,,ქედის სატყეო მეურნეობის’’ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4 .    განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის., ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

მოსამართლე :                                                                                          გენადი მაკარიძე

 

სხდომის მდივანი:                                                                                  ნოდარ გიორგიძე