დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №427 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2864 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020643 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2864
2015 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №427 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №427 განკარგულებით დამტკიცებულ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვის ობიექტთა ნუსხაში“ (დანართი #2) შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:
„ლ1) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციული შენობა ქ. თბილისში და ამავე სამსახურის ოფისი ქ. ქუთაისში;“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები