„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონებისა და მისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2861
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020641
  • Word
2861
30/12/2015
ვებგვერდი, 18/01/2016
000000000.00.003.020641
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონებისა და მისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2861

2015 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ   სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს  ინფორმაციის მოწონებისა და მისთვის თანხმობის მიცემის  თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 62 მუხლისა და „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013  წლის 10  დეკემბრის  №328 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია,  ქ. წყალტუბოში, 26 მაისის ქუჩა №1-ში მდებარე  21770.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების: №01 განაშენიანების ფართით 2821.89 კვ.მ, საერთო ფართით 9534.44 კვ.მ;  №02 განაშენიანების ფართით 233.97 კვ.მ (კიბე);  №03 განაშენიანების ფართით 40.61 კვ.მ (წყლის ავზი);  №04 - განაშენიანების ფართით 40.61 კვ.მ (წყლის ავზი); №05 განაშენიანების ფართით 27.95 კვ.მ, საერთო ფართით 18.84 კვ.მ; №06 განაშენიანების ფართით 22.01 კვ.მ (კიბე); №07 განაშენიანების ფართით 16.13 კვ.მ (ფუნდამენტი); №08 განაშენიანების ფართით 11.11 კვ.მ (რკინის კონსტრუქცია); №09 განაშენიანების ფართით 11.11 კვ.მ (რკინის კონსტრუქცია);  №10 - განაშენიანების ფართით 3.31 კვ.მ (ფუნდამენტი); №11 განაშენიანების ფართით 1.28 კვ.მ (ფუნდამენტი); №12 - განაშენიანების ფართით 0.46 კვ.მ (ფუნდამენტი) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 29.08.32.134), პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურის დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე, დადგენილ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები ოდენობით განსაზღვრის თაობაზე, იმ პირობით, რომ საწყისი საპრივატიზებო თანხა დადგინდება 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში  შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს ამ განკარგულების შესრულებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                           გიორგი კვირიკაშვილი