დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2860 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020640 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2860
2015 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში − დეპარტამენტი) 2016 წელს უზრუნველყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი წყნეთი-სამადლოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ჩაწყვეტილი მონაკვეთის აღდგენის მიზნით საპროექტო მომსახურების განხორციელებისათვის საჭირო გეოლოგიური კვლევის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეოლოგიური კვლევის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა დეპარტამენტმა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო მომსახურების განხორციელებისათვის საჭირო გეოლოგიური კვლევის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა დეპარტამენტმა განახორციელოს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ პროგრამით (პროგრამული კოდი: 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან.
4. განკარგულება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე, ხოლო მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები