ადიგენის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

  • Word
ადიგენის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2854
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020639
  • Word
2854
30/12/2015
ვებგვერდი, 15/01/2016
000000000.00.003.020639
ადიგენის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2854

2015 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

ადიგენის მუნიციპალიტეტისათვის  სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფ. კურცხანის სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და მილსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისა და ფუნქციონირების მიზნით, ადიგენის მუნიციპალიტეტს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ადიგენის სატყეო უბანში − 7300 კვ.მ მიწის ფართობით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების ჭრის უფლების გარეშე) ვადა განესაზღვროს 25 (ოცდახუთი) წლით.

პრემიერ-მინისტრი                                     გიორგი კვირიკაშვილი