დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის − საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 მაისის №1072 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2846 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020637 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2846
2015 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის − საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 მაისის №1072 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის − საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 მაისის №1072 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ხობის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო/საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის (სარადარო ანტენების განთავსება) განხორციელების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის კოლხეთის სატყეო უბნის ხეთის სატყეოს კვარტალ №2-ის ლიტერ №4-ში არსებულ 400 კვ.მ მიწის ფართობზე სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების მოჭრის უფლების გარეშე) ვადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − საქართველოს სასაზღვრო პოლიციას განესაზღვროს 49 (ორმოცდაცხრა) წლით.
2. „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს №425 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − საქართველოს სასაზღვრო პოლიციას სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის საკომპენსაციო საფასური განესაზღვროს „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილების 274 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.“.
პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები