დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოსა (Lantmäteriet) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის საგრანტო პროექტის - „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში“ განხორციელების მიზნით დასადები ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2844 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020635 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2844
2015 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოსა (Lantmäteriet) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის საგრანტო პროექტის – „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში“ განხორციელების მიზნით დასადები ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე
„აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოწონებულ იქნეს შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოსა (Lantmäteriet) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის დასადები საგრანტო ხელშეკრულების პროექტი – „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში“.
პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები