2011 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის დადებულ მემორანდუმსა და 2011 წლის 23 დეკემბერს შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შორის დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2843
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020634
  • Word
2843
30/12/2015
ვებგვერდი, 18/01/2016
000000000.00.003.020634
2011 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის დადებულ მემორანდუმსა და 2011 წლის 23 დეკემბერს შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შორის დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2843

2015 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

2011 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის დადებულ მემორანდუმსა და 2011 წლის 23 დეკემბერს შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შორის დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას და შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ შორის დასადები კომპლექსური შეთანხმების პროექტი, 2011 წლის 23 დეკემბრის მემორანდუმსა და 2011 წლის 23 დეკემბრის გაზის მიწოდების ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეთანხმებას, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

3. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამის კომპანიებთან შეთანხმების გაფორმება პირველ პუნქტში მითითებული შეთანხმების შესაბამისად, 2016 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საყოფაცხოვრებო მომხმარებელი ფიზიკური პირების (აბონენტების) მიერ გადასახდელი 1 კბ/მ ბუნებრივი გაზის საფასურის დღეისათვის არსებული ოდენობით შენარჩუნების მიზნით.

4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების პროექტი და მასზე თანდართული დოკუმენტაცია (გარდა განკარგულების პროექტისა) მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად.

პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილი