საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით

  • Word
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით
დოკუმენტის ნომერი 2839
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020630
  • Word
2839
30/12/2015
ვებგვერდი, 18/01/2016
000000000.00.003.020630
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2839

2015 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქვეპროგრამით - „ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცია“ (პროგრამული კოდი: 37 01 04) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ, არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11-მე-13 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.

 პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილი