საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2838
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020629
  • Word
2838
30/12/2015
ვებგვერდი, 18/01/2016
000000000.00.003.020629
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2838

2015 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10¹ მუხლის 3¹ პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ მის მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის ფარგლებში, უზრუნველყოს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების, კერძოდ, გორის მუნიციპალიტეტის რვა და კასპის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის, წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების (ჭაბურღილების, სადაწნეო კოშკების და საქლორატოროების) სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

2. ამ განკარგულების       პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის“ შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოუყოს 1 800 000.0 (ერთი მილიონ რვაასი ათასი) ლარი, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ კაპიტალის გასაზრდელად.

3. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ უზრუნველყოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის თაობაზე სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი    გ. კვირიკაშვილი