საქართველოს საპატრიარქოსთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს საპატრიარქოსთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2837
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020628
  • Word
2837
30/12/2015
ვებგვერდი, 15/01/2016
000000000.00.003.020628
საქართველოს საპატრიარქოსთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2837

2015 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსთვის საქართველოს მთავრო­ბის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

         1. საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებული საგანმანათლებლო ცენტრისა და სასწავლო დაწესებულებების  სასწავლო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ  „საქარ­თვე­ლოს  2015  წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს  საპატრიარქოს გამოუყოს 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი)  ლარი,  მათ შორის:

ა)   ა(ა)იპ − საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახ. სკოლა−პანსიონისათვის − 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარი;

ბ) ა(ა)იპ − საქართველოს საპატრიარქოს წმიდა სვიმონ კანანელის სახელობის      სასულიერო სწავლების ცენტრისათვის − 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

გ) ა(ა)იპ − მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური   საშუალო სკოლისათვის − 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი;

დ)  ა(ა)იპ − საქართველოს  საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახ. სამრევლო სკოლისათვის  −  10 000 (ათი ათასი) ლარი;

ე) ა(ა)იპ − ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ. სამრევლო სკოლისათვის −   5 000 (ხუთი ათასი) ლარი;

ვ) ა(ა)იპ − საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიისათვის − 5 000 (ხუთი ათასი) ლარი.

         2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საერთო−სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში მოიძიოს შესაბამისი  რესურსი საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის გასაზრდელად.  

პრემიერ−მინისტრი                                                გიორგი კვირიკაშვილი