სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2831
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020622
  • Word
2831
30/12/2015
ვებგვერდი, 18/01/2016
000000000.00.003.020622
სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2831

2015 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. ჭიათურაში რევერსიული გონდოლებიანი საბაგირო გზის მიწოდების თაობაზე საქართველოს მთავრობასა (წარმოდგენილს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ) და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2014 წლის 4 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების (შემდგომში − ხელშეკრულება) მე-2 დანართით განსაზღვრული, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები სამინისტროს სახელით განახორციელოს სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა.

2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ „შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის №2339 განკარგულების საფუძველზე, შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ მომზადდა კომპანია „Pomagalski“-ს მიერ მოსაწოდებელი რევერსიული გონდოლებიანი საბაგიროების დასაწყობებისთვის საჭირო სასაწყობო შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიხედვით, სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს სასაწყობო შენობა-ნაგებობის სამშენებლო-სამონტაჟო და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის საჭირო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

4. ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები დაფინანსდეს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სამინისტროსათვის დამტკიცებული „ჭიათურის საბაგირო გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტი“ (Government of France), ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 10) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

5. განკარგულება, გარდა მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე, ხოლო მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილი