დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სასარგებლო წიაღისეულის (მიწისქვეშა მტკნარი წყალი) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნისა და აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2830 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020621 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2830
2015 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
სასარგებლო წიაღისეულის (მიწისქვეშა მტკნარი წყალი)
შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნისა და
აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-14 პუნქტისა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:
ა) ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, „ცხრაწყაროს“ უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ წყაროებზე (ექვსი წყარო) სასარგებლო წიაღისეულის (მიწისქვეშა მტკნარი წყალი) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის განისაზღვროს მოთხოვნა, რომ ლიცენზიის მფლობელმა ლიცენზიის მოქმედების პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოს ,,ცხრაწყაროს“ უღელტეხილით მოსარგებლე პირებისთვის სასმელი წყლით სარგებლობის ხელმისაწვდომობა;
ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტში მითითებული შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვროს 60 000 ლარის ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები