დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2015 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №1109 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2824 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020615 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2824
2015 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„2015 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №1109 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „2015 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №1109 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. უფლება მიეცეთ საქართველოს სამინისტროებსა და მათ კონტროლს დაქვემდებარებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, ოქტომბერ-დეკემბერში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია მიმართონ მათ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები