ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2796
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020613
  • Word
2796
25/12/2015
ვებგვერდი, 15/01/2016
000000000.00.003.020613
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2796

2015 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მიმდინარე წლის 7 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის მიზნით (თითოეულ ოჯახზე 200 ლარის ოდენობით დახმარების გასაცემად), გამოუყოს 2 452 200 (ორი მილიონ ოთხას ორმოცდათორმეტი ათას ორასი) ლარი, მათ შორის:

    ა) გორის მუნიციპალიტეტს − 1 451 000 (ერთი მილიონ ოთხას ორმოცდათერთმეტი ათასი) ლარი;

    ბ) ქარელის მუნიციპალიტეტს − 665 600 (ექვსას სამოცდახუთი ათას ექვსასი) ლარი;

    გ) კასპის მუნიციპალიტეტს − 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

    დ) საჩხერის მუნიციპალიტეტს − 87 200 (ოთხმოცდაშვიდი ათას ორასი) ლარი;

    ე) ხაშურის მუნიციპალიტეტს − 70 400 (სამოცდაათი ათას ოთხასი) ლარი;

    ვ) ონის მუნიციპალიტეტს − 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარი.

პრემიერ-მინისტრის

მოვალეობის შემსრულებელი                     ირაკლი ღარიბაშვილი