„კომპანია Microsoft-ის ოფიციალური წარმომადგენელისგან კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing) შესყიდვის განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №38 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2795
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020612
  • Word
2795
25/12/2015
ვებგვერდი, 15/01/2016
000000000.00.003.020612
„კომპანია Microsoft-ის ოფიციალური წარმომადგენელისგან კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing) შესყიდვის განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №38 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2795

2015 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

  „კომპანია Microsoft-ის ოფიციალური წარმომადგენელისგან კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing) შესყიდვის განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №38 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, კომპანია Microsoft-ის ოფიციალური წარმომადგენელისგან კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing) შესყიდვის განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №38 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

       „31. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიების შესყიდვისათვის მეორე ეტაპზე გადასახდელი თანხის ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს გამოუყოს 7 000 000 (შვიდი მილიონი) ლარი.“.

პრემიერ-მინისტრის

მოვალეობის შემსრულებელი                        ირაკლი ღარიბაშვილი