ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2789
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020606
  • Word
2789
25/12/2015
ვებგვერდი, 15/01/2016
000000000.00.003.020606
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2789

2015 წლის 25 დეკემბერი

 ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსების მიზნით, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი, მათ შორის:

1. მესტიის მუნიციპალიტეტს – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი;

2.  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს – 300 000 (სამასი ათასი) ლარი;

3. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტს – 300 000 (სამასი ათასი) ლარი;

4. ქედის მუნიციპალიტეტს – 200 000 (ორასი ათასი) ლარი;

5. ცაგერის მუნიციპალიტეტს – 200 000 (ორასი ათასი) ლარი.

 

 პრემიერ-მინისტრის                            ირაკლი ღარიბაშვილი    

მოვალეობის შემსრულებელი