დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებების გაზრდის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №2375 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2788 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020605 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2788
2015 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებების გაზრდის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №2375 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებების გაზრდის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №2375 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფონდებში რესურსების გაზრდის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 ოქტომბრის №2090 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ოქტომბრის №2282 განკარგულებისა და საქართველოს სამინისტროების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებების 16 000 000 (თექვსმეტი მილიონი) ლარით გაზრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებების ამავე თანხით შემცირების ხარჯზე.“.
პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები