დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებების გაზრდის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2787 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020604 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2787
2015 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებების გაზრდის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაზარდოს 15 500 000 (თხუთმეტი მილიონ ხუთასი ათასი) ლარით:
ა) საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებების 5 500 000 (ხუთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარით შემცირების ხარჯზე;
ბ) საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებების 6 700 000 (ექვსი მილიონ შვიდასი ათასი) ლარით შემცირების ხარჯზე;
გ) წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის ასიგნებების 3 300 000 (სამი მილიონ სამასი ათასი) ლარით შემცირების ხარჯზე.
პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები