სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2784
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020603
  • Word
2784
25/12/2015
ვებგვერდი, 15/01/2016
000000000.00.003.020603
სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2784

2015 წლის 25 დეკემბერი

 ქ. თბილისი

სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1.  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა  საქრუსენერგოს“ (ს/კ: №211324468), იჯარის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადით, ყოველთვიური საიჯარო ქირით -  5 000 (ხუთი ათასი) ლარად გადასცეს ქალაქ თბილისში, იური გაგარინის ქუჩა №24-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ანტრესოლის სართული, ფართით - 1024.64 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.10.11.002.004.01.500). 

 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრის                                ირაკლი ღარიბაშვილი

მოვალეობის შემსრულებელი